ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, რომელთან თანამშრომლობითაც თსუ გეგმავს „მდგარდი ტრანსფორმაციის მენეჯმენტის“ ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობს ჩაერთონ “გლობალური ვირტუალური გუნდების “აპლიკაციების“ პროექტში“ (Global Virtual Teams „App” project) რომელშიც მონაწილეობას გერმანელ და ქართველ სტუდენტებთან ერთად, ასევე მიიღებენ ტირანას (ალბანეთი) უნივერსიტეტის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტები.
ეს არის „საერთაშორისო კოლაბორაციული ონლაინ სწავლების“ COIL-ის (Collaborative Online International Learning) ფორმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს აძლევს საშუალებას, ითანამშრომლონ ინსტიტუციურ და ეროვნულ კულტურათა შორის და დიზაინის აზროვნების პროცესის გამოყენებით აღმოაჩინონ სხვადასხვა სამუშაო და ლიდერობის სტილი, ასევე გააფართოონ ვირტუალური თანამშრომლობის უნარები.
პროექტის მონაწილე გუნდები ჩაერთვებიან კვლევაში, აპლიკაციის იდეის დიზაინში და მოამზადებენ მის პრეზენტაციას, რომელიც გადაჭრის კონკრეტულ პრობლემას კომპანიაში/ორგანიზაციაში ან შესაბამის უნივერსიტეტში ან მის გარშემო არსებულ საზოგადოებაში.
საუკეთესო გუნდის შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები. ამ პროექტში მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით ღირებულია, რადგან სადღეისოთ ძალიან მოთხოვნადია კულტურათაშორისი კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, ლიდერობა, აპლიკაციების დიზაინი, პროტოტიპირება და ტექნოლოგიური უნარები, რომელთა ჩვენებაც შეიძლება ამ პროექტის საშუალებით. ყველა გუნდი, რომელიც წარმატებით დაასრულებს პროექტს, მიიღებს „ვირტუალური პროექტის დასრულების ნიშანს“, რომელიც სტუდენტებს შეუძლიათ მოიხსენიონ რეზიუმეში.
ამგვარად, ეს შეიძლება იყოს იდეალური მომზადება საერთაშორისო სტუდენტური გაცვლებისთვის, მაგალითად, ERASMUS+ KA 171-ის ფარგლებში.
პროქტი შედგება 2025 წლის ოქტომბერ-ნოემბერში. სამუშაო ენა - ინგლისური.
სტუდენტებს, რომელთაც სურთ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა, 12 ივლისამდე მოგვწერეთ მისამართზე: ucha.gogritchiani@tsu.ge
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი: